06 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
სამეფო ქორწილი - მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ უკვე დადეს ერთგულების ფიცი და საქორწინო ბეჭდები გაცვალეს

თითქმის ნახევარი საათია, უინძორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ჯვრისწერის ცერემონია მიმდინარეობს.

სამეფო წყვილმა უკვე დადო ერთგულების ფიცი და საქორწინო ბეჭდები გაცვალეს.

პატარძალს ფრანგული მოდის სახლის, ჟივანშის მოდის სახლის დიზაინერის, კლერ უეიტ კელერის, კაბა აცვია. თავზე კი დედოფლის მიერ მიცემული ბრილიანტის დიადემა უკეთია.

ბრიტანელმა დიზაინერმა მეგან მარკლის თავსაბურავი თანამეგობრობის წევრი 53-ვე ქვეყნის ყვავილების კომბინაციით გააფორმა, რაც თავად პრინც ჰარის რჩეულის სურვილი იყო.

ჯვრისწერის ცერემონიის შემდეგ ახლადდაქორწინებული წყვილი უინძორის უძველეს ქუჩებში ეტლით გაისეირნებს, მოგვიანებით კი ქორწინების აღსანიშნავად დაგეგმილ მიღებებს დაესწრებიან. 

დღის ამბები