03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
პერტაიების ოჯახი პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრება

ქუთაისის მეორე იზოლატარის წინ პერტაიების ოჯახის რამდნეიმე საათიანი აქცია დასრულებულია. ბექა და ნათია პერტაიებმა, რომლებსაც ხეზე ლურმსნით ხელები ჰქონდათ მიჭედებული, ეს გადაწყვბეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათთან შესახვედრად ეკა ბესელიას წარმომადგენელი მივიდა და საქმის შესწავლას დაპირდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუეციების მართვის სამსახური და სასწრრაფო დახმარების ბრიგადა. ახალგაზრდა და-ძმა საავადმყოფოში პროფილაქტიკის მიზნით გადაიყვანეს. პერტაიების თქმით, თუ მათი მამის საქმის ობიეტური გამოძიება არ მოხდა ისინი მომავალში უფრო მკაცრი აქციებით იმუქრებიან.

პერტაიების მამა თხილის ქურდობისთვის არის დაკავებული. რუსლან პერტაია უკვე 46-ი დღეა შიმშილობს. მას ამოკერილი აქვს თვალები და პირი. მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ ის პატიმრობაში უკანონოდ იმყოფება.

ამავე თემაზე
დღის ამბები