16 ოქტომბერი 2024,   00:01
ვრცლად
მთავრობის წევრებმა დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მოსახლეობას მიულოცეს

დღეს დილიდან რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობა იმართება. სხვადასხვა სამინისტროს მიერ მოწყობილია სტენდები, სადაც 100 წლის წინანდელი საქართველოს ისტორია ცოცხლდება.

სტენდებთან დამთვალიერებელს შეუძლია, ნახოს საარქივო მასალა, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის 3-წლიან ისტორიას, დამოუკიდებლობის დაკარგვას და ისევ მოპოვებას ასახავს. გამოფენილია ასევე თანამედროვე ტექნოლოგიები.

ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე, აცხადებს, რომ საქართველოს დიდი მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო დონეზე.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი, აღნიშნავს, რომ "საუკუნის წინ მიღებული კონსტიტუციის იდეალები დღემდე არის მწვერვალი დემოკრატიულობის და ადამიანის უფლებების დაცვის".

დღის ამბები