საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ქუთაისში „ცისფერყანწელების“ ეპოქა გააცოცხლეს. მოეწყო მუსიკალური და თეატრალიზებული წარმოდგენები. ერთი დღით ქუთაისის ძველი უბანი მე-20 საუკუნის დასაწყისს და “ცისფერყანწელების“ პერიოდს დაუბრუნდა.
გაიმართა ფოტო და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები. სიმებიანი კვარტეტის შესრულებით მოეწყო კლასიკური მუსიკის კონცერტი.
ქუთაისის სტუმრებისთვის მოეწყო საინფორმაციო ტური, სადღესასწაულო დღე კი გალაკონცერტით დასრულდება.