დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღნიშვნა ბათუმში სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. პარალელურად, საკუთარი ტექნიკური აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტომ წარადგინა.
ანბანის კოშკის მიმდებარედ მოწყობილია გამოფენები, მიმდინარეობს სხვადასხვა სახის წარმოდგენა და სპორტული სანახაობა.
მოეწყო საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს დელფინი“. ეროვნულ სამოსში გამოწყობილი 13 ქვეყნის ანსამბლებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს.