06 ოქტომბერი 2024,   08:43
ვრცლად
100 წლისწინანდელი მოვლენები „შაბათის კურიერში“ და ინტერვიუ ნოე ჟორდანიას შვილთან

100 წლის წინ, 26 მაისის 16:50 საათზე ეროვნული საბჭო შეიკრიბა და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 26 მაისამდე რთული ორი კვირა იყო, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით.

აკაკი ჩხენკელი მოლაპარაკებებზე ბათუმში იმყოფებოდა, წერილებს იწერებოდა, რომ გამოეცხადებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა.

დამოკიდებელი რესპუბლიკის ათვლის წერტილიდან დღემდე 100 წელია, მათ შორის 70 წელი საბჭოთა ოკუპაციის. რუსთველის გამზირს ბევრი თარიღი ახსოვს, მათ შორის 1989 წლის 9 აპრილი, 2 წლის შემდეგ რეფერენდუმი და დამოუკიდებლობის აღდგენა.

შაბათის კურიერის გადამღები ჯგუფი ნოე ჟორდანიას შვილს შეხვდა. რეჯებ ჟორდანიამ მამისგან მოსმენილი ისტორიები გაიხსენა.

რუსეთის ჯარებისა შემოსვლის, ბრძოლისა და ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საქართველოს მთავრობა მაინც არ გადადგა, კაპიტულაცია არ გამოაცხადა და ემიგრაციაში წავიდა.

მერაბ ოდიშელიძემაც საქართველოზე ის იცის, რასაც დიდი ბაბუა, გიორგი კვინიტაძე უყვებოდა. მის ოჯახში დიდი ხნის განმავლობაში ქაქუცას ჩოხა ინახებოდა, 100 წლის თავზე ქვეყანას ის ჩამოუტანა, რაც მის ოჯახში ყველაზე ძვირფასად მიაჩნდა.

პარიზის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი, ამბობს, რომ თავისუფლების ფასი ყველა თაობამ გადაიხადა. მას გული სწყდება, რომ პოლიტიკური ემიგრაციის აღსანიშნავად არც ერთი ძეგლი არ არის საქართველოში.

დღის ამბები