11 ოქტომბერი 2024,   21:01
ვრცლად
"არა მოძლადე პოლიციას," - ჭიათურაში პოლიციის შენობის წინ ხმაურიანი აქცია იმართება

"არა მოძლადე პოლიციას," - ამ და სხვა შინაარსის პლაკატებით ამ წუთებში ჭიათურაში, პოლიციის შენობის წინ ხმაურიანი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ 9 პიროვნების დაკავებას აპროტესტებენ.

შეკრებილების თქმით, ისინი პოლიციამ დღის ბოლოს სავარაუდოდ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით აიყვანა. დილით კი დაკავებულთაგან 7 გაათავისუფლეს. ისინი პოლიციის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობენ.

აქციის მონაწილეები დარჩენილი 2 მამაკაცის გათავისუფლებას, ჭიათურაში გენერალური ინსპექციის ჩასვლას და მათგან არსებული ვითარების შესწავლას ითხოვენ.

დღის ამბები