15 ოქტომბერი 2024,   22:34
ვრცლად
ამორტიზებული და დაშლის პირას მყოფი შენობა სადაც 8 ოჯახი ცხოვრობს-ბობოყვათის ყოფილ სკოლაში შესახლებულები დახმარებას ითხოვენ

ბობოყვათში მდებარე სკოლის ყოფილ შენობაში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. შენობა, რომელშიც 8 ოჯახი ცხოვრობს, იშლება. დაზიანებულია იატაკი, კედლები და ჭერი. ფანჯრებში არ არის მინები და ოჯახები წვიმისა და ქარისგან თავის დასაცავად მასზე პოლიეთილენის პარკებს აფარებენ. ბობოყვათში მდებარე სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებული სოციალურად დაუცველ და დევნილ ოჯახებს ისიც აწუხებთ, რომ აქ ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველი არ აქვთ.

შენობაში მცხოვრები ოჯახები საერთო საპირფარეშოთი, სააბაზანოთი და წყლის ონკანით სარგებლობენ.

მათი რთული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ამ დრომდე ვერ მოახერხეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. სოციალური შემწეობის მქონე ოჯახებს კი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ.

ავტორები: სოფო ჭულუხაძე, ნატა კვირჩილაძე.

დღის ამბები