05 ოქტომბერი 2024,   21:54
ვრცლად
12 ივნისის სამიტი - აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის, გაუქმებული სამიტი შესაძლოა კვლავ გაიმართოს

12 ივნისს, შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის, გაუქმებული სამიტი შესაძლოა კვლავ გაიმართოს. კორეის ლიდერების კიმ ჩენ ინსა და მუნ ჩჟე ინს მოულოდნელი შეხვედრა 12 ივნისის სამიტის გადადების გამო დაინიშნა.

ორსაათიანი მოლაპარაკების მთავარი თემა სწორედ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის დაგეგმილი სამიტის ჩაშლის საფრთხე გახდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დაადასტურა, რომ შექმნილი დაბრკოლებების მიუხედავად, ამერიკელ კოლეგასთან შესახვედრად და ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების პროცესის დასასრულებლად მზადაა.

ოფიციალური ფხენიანის გზავნილის შემდეგ, პოზიცია შეცვალა დონალდ ტრამპმაც. შეერთებული შტატების ლიდერი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ისტორიული სამიტი სინგაპურში კვლავ გაიმართება.

მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს ვლადიმერ პუტინიც.

12 ივნისის სამიტის საბოლოო ბედი შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის სამუშაო ჯგუფების შეხვედრის შედეგზე იქნება დამოკიდებული.

დღის ამბები