15 ოქტომბერი 2024,   23:00
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - P.S-ი დეკანოზ გიორგი მამალაძეს ესაუბრა და გასაიდუმლებული საქმის მასალები მოიპოვა

ე.წ. ციანიდის საქმე და დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელმაც ჟურნალისტს ლაშა კვესელაძეს ჩვენება მისცა. P.S.-ის ჟურნალისტმა პროკურორის როლი მოირგო. ბრალდებულ მამალაძეს საკმაოდ მწვავე კითხვებზე მოუწია ტელეფონით პასუხის გაცემა. გიორგი მამალაძე დღემდე ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა, რომ ციანიდი მას არ ჰქონია და ჩაუდეს. გარდა ამისა, P.S.-მა მოიპოვა გასაიდუმლოებული საქმის მასალები. პროკურატურის მტკიცებით მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი აეროპორტში, ჩემოდანში უპოვეს, თუმცა  საქმეში არ არსებობს აეროპორტში გადაღებული არცერთი ვიდეოკადრი. არ ჩანს, როგორ დაილუქა ბარგი, რომელიც დალუქვიდან 9 საათის შემდეგ გაჩხრიკეს. ასევე არ არსებობს დეკანოზის ბარგის ჩხრეკის ვიდეო კადრები. ამ დროს სამართალდამცავები მხოლოდ ფოტოებს იღებდნენ.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზს ოფიციალურად უთვალთვალებდნენ, გამოძიებამ დღემდე ვერ დაადგინა ვისგან, სად და როდის შეიძინა მან ციანიდი.

დღის ამბები