11 ოქტომბერი 2024,   21:31
ვრცლად
"რატომ ახორციელებენ უკანონო თვალთვალს ზაზა სარლიძეზე, შვილმკვდარ მამაზე?“ - ზვიად კუპრავა

ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვილილი ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზვიად სარალიძის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართადლამცველთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მიმართავს. კუპრავა იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც საქმესთან დაკავშირებით პროკურატურისგან აინტერესებთ. 

 „რატომ არ დაიწყო გამოძიება ხორავას ქუჩაზე, გარდა გარდაცვლილებისა, დაჭრილი არასრულწლოვნების მიმართ? რატომ ჩაუტარდათ დაჭრილ არასრულწლოვნებს ექსპერტია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ ჭრილობები შეუხორცდათ. ჭრილობები შეუხორცდათ და მერე დანიშნეს ექსპერტიზა, როდესაც ექსპერტი ფიზიკურად ვერ ჩავიდოდა ჭრილობის სიღრმეში და ვერ გაზომავდა ჭრილობის მანძილს,“ - განაცხადა ზვიად კუპრავა.

ასევე კუპრავა, საქმის ერთ-ერთი მოწმის მიხეილ კალანდიას შესახებ საუბრობს, რომელმაც მისი თქმით, ჩვენება არა ერთხელ შეცვალა. 

„რატომ არ მიეცა კალანდია პასუხისგებაში, რომელმაც ჩვენება არ ერთხელ მათ შორის სასამართლოზე მიცემული ჩვენება არა ერთხელ შეცვალა მეორედ და კითხვა, რომელიც პროკურატურის მორალურ მდგომარეობაზე მეტყველებს და არა მხოლოდ პროკურატურის, რატომ ახორციელებენ უკანონო თვალთვალს ზაზა სარლიძეზე, შვილმკვდარ მამაზე?“ - ამბობს კუპრავა.

დღის ამბები