11 ოქტომბერი 2024,   21:06
ვრცლად
"თბილისის არის ახალგაზრდების სიკვდილით სავსე ქალაქი" - "ნუ მომკლავ!" მოძრაობის წევრი

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ აქციას, 51 -ე სკოლის მოსწავლეები მივიდნენ. პირველი დეკემბრის სისხლიანი გარჩევის შემდეგ მოსწავლეების ნაწილმა ჩამოაყალიბა მოძრაობა „ნუ მომკლავ.“ სწორედ ამ მოძრაობის წევრმა მიმართა აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს. მარიამ ბიგვავამ აღნიშნა, რომ თბილისი არ არის უსაფრთხო ქალაქი, სადაც მოსწავლეების სიცოცხლე არის დაცული.

„პირველი დეკემბრის სისხლიანმა გარჩევამ გაგვაერთიანა ყველა ეს იყო სიგნალი თითოეული ახალგაზრდისთვის, სიგნალი  გამოსაფხიზლებლად. სიგნალი ხმის ამოსაღებად . სიგნალი ბრძოლის დასაწყებად  ქვეყანაშ არსებული არასამართლიანი ვითარების წინააღმდეგ. ლევან დადუნაშვილის და დათო სარალიძის სიკვდილმა გაგვააზრებინა, რომ სახელმწიფო ჩვენ ვერ გვიცავს. რომ სახელმწიფოსთვის უფრო მნიშვნელოვანია თავისი ჩინოვნიკების პირადი ინტერესების  გატარება ვიდრე კანონის დაცვა და ჩვენი  სიცოცხლის დაცვა. ჩვენ ვიდექით თავისუფლების მოედანზე სწორედ იმ მონუმენტთან რომელსაც ეწერა, რომ თბილისი არის სიცოცხლით სავსე ქალაქი. არა მეგობრებო, თბილისის არის ახალგაზრდების სიკვდილით სავსე ქალაქი,“-განაცხადა მარიამ ბიგვავამ

დღის ამბები