11 ოქტომბერი 2024,   22:05
ვრცლად
"პოსტსკრიპტუმში" გასული სიუჟეტი მსოფლიო პატრიარქის მხარდამჭერი წერილის შესახებ - ჟურნალისტი სიუჟეტის შესახებ საუბრობს 

"პოსტსკრიპტუმის" ეთერში, ერთი კვირის წინ გასული სიუჟეტს, რომელიც მსოფლიო პატრიარქის მერ გამოგზავნილ წერილს ეხება, საპატრიარქო გამოეხმაურა. სიუჟეტში საუბარია იმაზე, რომ ბართლომემ მხარდამჭერი წერილი საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გამოგზავნა, თუმცა ის საჯაროდ არ გავრცელებულა.

საპატრიარქოში აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ "პოსტსკრიპტუმის" ჟურნალისტმა იცრუა.  

ჟურნალისტი დეტალურად აღწერს იმ ნაბიჯებს, რაც წერილის მიღების შემდეგ განახორციელეს, სანამ სიუჟეტი ეთერში მოხვდებოდა.

თეა ადეიშვილი ამბობს, რომ წერილი, ეკლესიაში ძალიან ავტორიტეტულმა და სანდო ადამიანმა გადასცა. ამის შემდეგ, წერილი, გადამოწმების მიზნით, მსოფლიო საპატრიარქოში გადააგზავნეს, საიდანაც ასლი გამოითხოვეს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ საჯარო ბიბლიოთეკასაც მიაკითხა, თუმცა მკითხველისთვის ხელმისაწვდომ ეგზემპლარში წერილი არ იყო.

ამავე თემასთან დაკავშირებით, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდის განყოფილების უფროსი მაია მიქაბერიძე ამბობს, რომ წერილი საპატრიარქოს უწყებაში გამოქვეყნდა, თუმცა მკითხველისთვის განკუთვნილ ნომერში, სწორედ ის გვერდები აკლია, სადაც წერილი უნდა ყოფილიყო დაბეჭდილი.

„ჟურნალი საპატრიარქოს უწყებანი, ორ კვირეული გამოცემაა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემოდის ორი ცალი. ერთი ინახება ქართული ნაბეჭდი ერთეული საარქივო ფონდში, ე.წ. ხელუხლებელ ფონდში, ხოლო მეორე ინახება საერთო ფონდში, რომელიც განკუთვნილია მკითხველთა გამოყენებისთვის. მკითხველებისთვის განკუთვნილ ნომერში, სპეციალურ გამოშვებაში აკლია ზუსტად ის ნომრები, მე-6 გვერდის შემდეგ გადადის მე-11-ე გვერდზე,“ - განაცხადა მაია მიქაბერიძემ.

 

 

დღის ამბები