15 ოქტომბერი 2024,   23:42
ვრცლად
"მინდა პატიება ვთხოვო პატრიარქს, ჩემს ოჯახს... სხვა მხრივ კი, პატიებას ვერ ვითხოვ იმისთვის, რაც არ ჩამიდენია"-მამა გიორგი მამალაძის მიმართვა

დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან მიმართვას ავრცელებს. ის  პატიებას სთხოვს მის ოჯახს და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ  მათ უამრავი სანერვიულო შეხვდათ. გარდა ამისა, ის მადლობას უხდის პატრიარქს ლოცვისთვის.

"მინდა, პატიება ვთხოვო ჩემს ოჯახს, რომელსაც წელიწადზე მეტია, ჯოჯოხეთად ექცა ცხოვრება. მადლობას ვუხდი მათ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებენ ჩემთვის და იმისთვის, რომ ჯერათ ჩემი. მინდა, პატიება ვთხოვო პატრიარქს, ჩემს სულიერ მამას. ვიცი, როგორ დარდობდით ჩემ გამო. უამრავი სანერვიულო შეგხვდათ ამ საქმესთან დაკავშირებით. ნეტავ შესაძლებელი ყოფილიყო აგრიდებოდათ ეს ყველაფერი. მადლობა, თქვენო უწმინდესობავ, ლოცვისთვის. თქვენი ლოცვის ძალას მუდმივად ვგრძნობ. მინდა, პატიება ვთხოვო ეკლესიას, სასულიერო დასს. სამწუხაროდ, ჩემი წინდაუხედავი და არასერიოზული საუბარი კარგი საშუალება აღმოჩნდა იმისთვის, რომ კიდევ ერთი დარტყმა მიეყენებინათ ეკლესიისათვის.

მინდა, პატიება ვთხოვო ჩემს მრევლს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც გასაჯაროებულ ვიდეოებში ჩემმა უხამსმა მეტყველებამ დააბნია და დააბრკოლა. ლაგამ-უნაგირახსნილი ცხენივით დამემართა, გაშლილ მინდორზე ცოტახანს თავნებად განავარდების საშუალება რომ მიეცემა. პატიებას გთხოვთ ამისთვის.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელთაც, არასდროს, ერთი მისხალი ეჭვიც კი არ შეპარვიათ ჩემს უდანაშაულობაში. ამ ადამიანების რწმენა და მხარდაჭერა ძალიან მიმსუბუქებს უსამართლო სასჯელს.

"სხვა მხრივ კი, პატიებას ვერ ვითხოვ იმისთვის, რაც არ ჩამიდენია. უფალმა დაითმინა და მეც დავითმენ მისი შეწევნით - „უფალი მწე ჩემდა და შესავედრებელ ჩემდა, ვისა მეშინოდეს,“-ნათქვამია დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართვაში. 

დღის ამბები