15 ოქტომბერი 2024,   21:56
ვრცლად
გაუდაბნოებული მონასტერი - ტურისტების კვალი და განადგურებული ვანის კლდეში ნაკვეთ კომპლექსი

ვანის კლდეში ნაკვეთ კომპლექსს, სადაც მე-8 საუკუნიდან, ჯერ კიდევ ვარძიამდე მეუდაბნოე ბერები ცხოვრობდნენ, დღეს ტურისტების ნაკვალევი ატყვია. კედლები საკმაოდ დაზიანებულია. 

კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვაბულია, 16 სართულზე განლაგებული მონასტერი, რომელიც ვარძიაზე მაღალი და ძველია. მოგვიანებით მას ვანის ქვავები უწოდეს.

ტურისტები იქ ადრე ქრისტიანული საქართველოს სანახავად მიდიან. დაცლილ და გაუდაბნოებულ მონასტერში ერთადერთი ბერი, მამა მათე მოღვაწეობს. იღუმენი იქ 2 წლის წინ, ვარძიიდან გადავიდა. 

უძველეს ქვათა ჯგუფს ვანის ქვაბები ეწოდება. მერვე საუკუნიდან, მეთექვსმეტე საუკუნის ჩათვლით იქ სამონასტრო ცხოვრება დუღდა და იქ ასვლა პრობლემა არავისთვის არ ყოფილა, თუმცა სტიქიურმა უბედურებამ  ვანის ქვაბების ძირითადი ნაწილი თავისი ულამაზესი და უძველესი ეკლესიით გაანადგურა.

გადმოცემის თანახმად, ქვაბების კედლებზე პირველყოფილი წარწერები და ფრესკებია შემონახული. გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშაოები იქ ბოლოს 2007 წელს ჩატარდა.

მონასტერში მოღვაწე ბერი ამბობს, რომ იქ ყოველდღიურად დაახლოებთ 50-100 ადამიანი ადის, თუმცა მათ არავინ არ აკონტროლებს. ვინ რა კვალს ტოვებს და ანადგურებს, არავინ იცის. 

 

დღის ამბები