03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
საყდრისის გამო ბრძოლა გრძელდება

საყდრისი გამო ბრძოლა გრძელდება. ტომას შტოლმერმა "კურიერი P.S."-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. გერმანელი არქეოლოგი საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე სამეცნიერო სამუშაობს ვერ აგრძელებს. 10 წლიანი კვლევის შემდეგ, ფიქრობს, რომ საყდრისის დაზიანება უსამართლობაა. შტოლმერი აცხადებს, რომ მის მიერ გაკეთებულმა ახალმა აღმოჩენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ საყრდრისის ტერიტორიაზე მართლაც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ოქროს საბადოა.

არქეოლოგმა გათხრები საყდრისიდან 1 კილომეტრში, ძეძვების ნამოსახლარზე განაგრძო. არქეოლოგიურ ფენებს შორის პრეისტორიული ხანის რამდენიმე პერიოდი ჩანს. ექსპედიციამ იქ გათხრა 2007 წელს დაიწყო. მას შემდეგ სამარხები, საყოფაცხოვრებო ორმოები და ღუმელი გამოჩნდა. ასევე დიდი რაოდენობით სამუშაო იარაღები, სწორედ ეს უკანასკნელია მთავარი აღმოჩენა ძეძვების ნამოსახლარზე. ასევე ნაპოვნია დიდი რაოდენობით თიხის ქოთნები, რომელთა აღდგენა მოხერხდა. ზოგიერთი ნივთი საყდრისთან პირდაპირ კავშირშია.

ძეძვების ნამოსახლარიდან საყდრისი-ყაჩაღიანს ბორცვიც მოსჩანს. გერმანიის ბოხუმის სამთო მუზუემისა და ქართველების ერთობლივმა ექსპედიციამ გათხრები იქ 2004 წელს დაიწყო. 

საყდრისი ძველი წელთაღიცხვის მესამე ათასწლეულით დაათარიღეს და 2006 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. თუმცა საყდრისის ისტორიული ფასეულობა ეჭვის ქვეშ გასულ წელს დადგა, როდესაც კომპანია "არ ემ ჯი"-მ ამ ტერიტორიის ათვისება მიღებული ლიცენზიის ფარგლებში გადაწყვიტა. ლიცენზია საყდრისის არქეოლოგიურ ნაწილზეც გავრცელდა, რადგან პარალელურად კულტურის სამინისტრომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა. "არ ემ ჯი"-მ მძიმე ტექნიკა აამუშავა და ბორცვის ფერდს მიწის ნაწილი მოაშორეს. "კურიერი P.S."-ის არქივში ინახება ფოტომასალა, სადაც გამოჩნდა, რომ ძეგლი დაზიანებულია.

საყდრისის ასეთი ბედის მიუხედავად, ტომას შტოლნერი და ირინა ღამბაშიძე ირმწუნებიან, რომ იქ მეცნიერეული კვლევა აუცილებლად უნდა დასრულდეს.

„არ ემ ჯი გოლდი“ კი ყოფილი გენერალური პროკურორის მეშვეობით აცხადებს, რომ სტრატეგიას იცვლის და ახალ კომისიას ქმნის, რომელმაც ხელახლა უნდა შეისწავლოს არსებული საკითხი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ათვისებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მათი თქმით, მისი ათვისების გარეშე, წარმოების სიმძლავრის 70 პროცენტით შემცირება მოუწევს და ეს დასაქმებულთა რაოდენობაზე, ანაზღაურებაზე, ადგილობროვ ბიუჯეტსა და გადასახადების გადახდაზე აისახება. კომპანია ასევე განმარტავს, რომ ბოლო თვეებია 3 ათასამდე თანამშრომელს მხოლოდ იმის გამო ინახავს, რომ საყდრის-ყაჩაღიანის ასათვისებლად მზად იყოს. საბადოს ათვისების შემდეგ, კომპანია საქმიანობის გაგრძელებას კიდევ 15 წელი აპირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები