21 დეკემბერი 2024,   17:22
ვრცლად
IRI-ის კვლევის შედეგებს არასაპარლამენტო ოპოზიციაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა

IRI-ის კვლევის შედეგებს არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მათი ნაწილი ამბობს, რომ კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აუცილებელია საერთო ოპოზიციურ გაერთიანებაზე არა მხოლოდ საუბარი, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

„საზოგადოებას აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ საგანგაშოა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ასევე აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ოპოზიციის გაერთიანება და საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელმაც უნდა დაამარცხოს ხელისუფლება, რომელიც ხალხს საერთოდ აღარ უსმენს,“- განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის შედეგები აჩვენებს იმას, რაც აშშ-ის მთავრობას სურს. ნინო ბურჯანაძის თქმით, „დემოკრატიული მოძრაობის“ რეიტინგი IRI-ის მიერ გამოქვეყნებული შედეგებისგან განსხვავებულია.

„ჩვენს პარტიას საერთოდ არ ახსენებდნენ ხოლმე კვლევაში, ან 0%-ს გვიწერდნენ, მაშინ, როცა რეალურ შედეგს 10-11%-ს ვდებდით, ახლა 3% წერია, მაშინ, ტრადიციულად, 10-ზე უნდა გავამრავლოთ და 30% მივიღოთ. კვლევის შედეგები არის არა კვლევის შედეგები, არამედ ის, რა სურათიც უნდა აშშ-ის, რომ საქართველოში იხილოს. ვინმე ჭკუათმყოფელს ქვეყანაში შეუძლია, დაიჯეროს, რომ გიგა ბოკერიას პარტიას ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ბურჯანაძეს? ან ბაქრაძეს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი იყო და რეალურად იყო თუ არა ესეც საკითხავია, 53% აქვს?“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები