21 დეკემბერი 2024,   17:24
ვრცლად
გამოკითხულთა 67%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - IRI

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის ნაწილი ქვეყნის მიმართულების შეფასებას დაეთმო. IRI-მ მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხა.

კითხვაზე - რა მიმართულებით მიდის ქვეყანა, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

რესპოდენტთა მხოლოდ 22%-ის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. პასუხი ამ კითხვაზე არ აქვს გამოკითხულთა 11%-ს.

IRI-ის კითხვებს მოსახლეობამ 10-დან 22 აპრილამდე უპასუხა. 

დღის ამბები