21 დეკემბერი 2024,   16:32
ვრცლად
დანაშაულთან დაკავშირებით IRI-ის რესპოდენტთა 73% მიიჩნევს, რომ სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა

IRI-მ მოსახლეობა კორუფციისა და დანაშაულის კუთხით არსებულ ვითარებაზე გამოკითხა. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ კორუფციის თვალსაზრისით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ვითარება გაუარესდა, გაუმჯობესებულად მდგომარეობას მხოლოდ 5% მიიჩნევს.

დანაშაულთან დაკავშირებით რესპოდენტთა უმრავლესობა - 73% მიიჩნევს, რომ სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ საქართველოში პოლიტიკურ რეიტინგებს აქვეყნებს. IRI-ის კითხვებს მოსახლეობამ 10-დან 22 აპრილამდე უპასუხა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები