21 დეკემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ნგრევის მოლოდინში - სამხატვრო სასწავლებლის ისტორიულ შენობას მალე მიწასთან გაასწორებენ

სამხატვრო სასწავლებლის ისტორიულ შენობას მალე მიწასთან გაასწორებენ. მუშები შენობას ნგრევას სულ მალე დაიწყებენ. სასწავლებლის კედლებში მხატვრობა, მოდელირება, არქიტექტურული დეტალების ძერწვა და ლითონის მხატვრული დამუშავება 800-მდე სტუდენტმა ისწავლა.  

შენობა, რომელსაც ახლა აგურ-აგურ შლიან, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, თბილისში ყველაზე მაღალი რანგის სტუმრებს მასპინძლობდა.

თოიძის სასწავლებლის შენობის ნგრევის ისტორია გრძელია. ყველაფერი 2015 წლიდან მერმა დავით ნარმანიამ დაიწყო. როდესაც სასწავლებლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად კვლევა შეუკვეთა, 215 ათასი ლარი გადაიხადა, ვიდრე კვლევას წერდნენ შენობა ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა. ახალი მფლობელები მერიას დანგრევის უფლებას სამი წლის განმავლობაში სთხოვდნენ, თუმცა ნარმანია უარით ისტუმრებდა და წერდა, რომ შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება იგეგმებოდა. საბოლოოდ დანგრევის ნებართვა, თბილისის ახალმა მერმა კახი კალაძემ გასცა.

ვერც შენობის დანგრევაში და ვერც კედლის მხატვრობის განადგურებაში მერი პრობლემას ვერ ხედავს.

ჭონქაძის 21-ში თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ნაცვლად ორ წელიწადში, არსებულ ორ სართულიან ნაგებობაზე მინიმუმ ორნახევარჯერ მაღალი ახალი სასტუმრო აშენდება.

ავტორი: თაკო სურგულაძე 

დღის ამბები