03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
სიმსივნით გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახი კლინიკას სიცრუეში ადანაშაულებს

გრიგალაშვილების ოჯახი ეჭვობს, რომ 3 წლის წინ გარდაცვლილი ოჯახის დიასახლისი გაუთვითცნობიერებლად სამედიცინო ექსპერიმენტში მონაწილეობდა.

ქალბატონს სიმსივნის დიაგნოზის დასმის შემდეგ ერთ-ერთ კლინიკაში უფასო მკურნალობა შესთავაზეს. ქალბატონი ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსის დასრულებიდან ერთ თვეში თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. გრიგალაშვილები აცხადებენ, რომ მათთვის არავის მიუწოდებია ინფორმაცია რაიმე ექსპერიმენტის არსებობის შესახებ.

გრიგალაშვილს ქიმიოთერაპიიის კურსები თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერში უტარდებოდა. დაწესებულებაში არ უარყოფენ, რომ ქალბატონი ექსპერიმენტში მონაწილეობდა, თუმცა განმარტავენ, რომ მას ქიმიოთერაპიის სტანდარტული კურსები უტარდებოდა და ე.წ. საკონტროლო ჯგუფში იყო მოხვედრილი.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ექსპერიმენტის შესახებ ინფორმირების დოკუმენტს ხელი თავად პაციენტმა მოაწერა. პოსტსკრიპტუმტან საუბარში კლინიკის წარმომადგენლები გარდაცვლილის მეუღლისთვის დოკუმენტის ცვენებას დათანხმდნენ, თუმცა  საავადმყოფოში მისულ გრიგალაშვილს მისივე მეუღლის მიერ ხელმოწერილი საბუთი არ აჩვენეს. გარდაცვლილის  ოჯახის წევრები დოკუმენტების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ.

იურისტები აცხადბენ, რომ მსგავსი დოკუმენტაციის გაცემის ან არგაცემის საკითხი კანონით არ რეგულირდება და კლინიკას შეუძლია გადაწყვეტილება თავად მიიღოს. 

დღის ამბები