21 დეკემბერი 2024,   18:07
ვრცლად
აქცია პარლამენტთან - აქციის ორგანიზატორები 20:00 საათზე საგანგებო განცხადება გააკეთებენ

აქცია პარლამენტთან - აქციის მონაწილეების თქმით, 20:00 საათზე საგანგებო განცხადება გაკეთდება.

ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას რამდენიმე წუთის წინ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.

აქციაზე ასევე, იმყოფებიან სკოლის მოსწავლეები. ზაზა სარალიძეს სოლიდარობას მესამე სექტორის წარმომადგენლების და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც უცხადებენ.

მოკლული მოზარდის ოჯახს სოლიდარობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც უცხადებენ.

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია უკვე მეორე დღეა, რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.

აქტივისტები ასევე, გამოძიებისთვის ხელის შეშლაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

დღის ამბები