21 დეკემბერი 2024,   17:48
ვრცლად
მხარდაჭერა ზაზა სარალიძეს - "ქართული მარში" პარალელურ აქციას მართავს

"ქართული მარში" ფილარმონიასთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გურამ ქართველიშვილის მოწოდებას უერთდებიან და დიდ საკონცერტო დარბაზთან აქციაზე მიდიან. 

"ქართული მარშის" წევრების განცხადებით, ისინი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ, თუმცა პარალელურ აქციას მართავენ.

მათი თქმით, ვინაიდან პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მთავარი ლოზუნგია "ნუ მომკლავ!", პოლიტიკოსები იმყოფებიან, არ მივლენ. 

"ქართული მარშის" გადაწყვეტილებას პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი და შეძახილი "სირცხვილი" მოჰყვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები