21 დეკემბერი 2024,   17:50
ვრცლად
"სუს-ის აგენტი შემოპარულა" - გოგონა, რომელმაც სტუდენტების სახელით განცხადება გააკეთა და მათ აქციის დატოვებისკენ მოუწოდა, გააძევეს 

„ჩვენ მოგიწოდებთ, იმ 10 ათას სტუდენტს, რომელიც ჩვენთან ერთად მოხვედით აქ, გადავინაცვლოთ პირველი გიმნაზიის ეზოში და ჩვენ აქციას ცალკე გავმართავთ,“ - ეს განცხადება, პარლამენტის წინ აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა გააკეთა, რასაც აქციის მონაწილეების უკმაყოფილება მოჰყვა.

„ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ გავემიჯნოთ პარტიულობას, ყოველგვარ პარტიულობას უნდა გავემიჯნოთ ჩვენ. ჩვენ არ ვართ არავისზე დამოკიდებულები... ჩვენ მოგიწოდებთ, იმ 10 ათას სტუდენტს, რომელიც ჩვენთან ერთად მოხვედით აქ, გადავინაცვლოთ პირველი გიმნაზიის ეზოში და ჩვენ აქციას ცალკე გავმართავთ,“ - განაცხადა აქციაზე გამომსვლელმა.

აქციის მონაწილეებმა გამომსვლელის განცხადება გააპროტესტეს და მას ტრიბუნა დაატოვებინეს.

„ბოდიში მე, ორი წუთით გავედი და როგორც ჩანს, ვიღაც სუს-ის აგენტი შემოპარულა,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია უკვე მეორე დღეა, რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.

აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.

დღის ამბები