21 დეკემბერი 2024,   17:54
ვრცლად
მინისტრი კახა კახიშვილი და დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი - მმართველი გუნდიდან მთავარი პროკურორობის სავარაუდო კანდიდატებად განიხილებიან

სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი და დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი - მმართველი გუნდიდან მთავარი პროკურორობის სავარაუდო კანდიდატებად ეს ორი გვარი სახელდება. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს კანდიდატურების შესარჩევად ერთი თვე აქვს.

„კურიერის“ ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი უჭერს მხარს, ნაწილისთვის კი მისი კანდიდატურა კატეგორიულად მიუღებელია.

ვანო ზარდიაშვილი ღია დაპირისპირებაშია მის უშუალო ხელმძღვანელ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან.

მმართველ პარტიაში არ მალავენ, რომ თუ დღის წესრიგში სასჯელაღსრულების მოქმედი მინისტრის, კახიშვილის კანდიდატურა დადგება მას მხარს დაუჭერენ. კახა კახიშვილი მთავარი პროკურორობის შესაძლო კანდიდატად 2015 წელსაც განიხილებოდა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ მას შოთაძე არჩია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანდიდატის შერჩევის პროცესში მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც უნდა ჩაერთოს.

ოპოზიციაში ამბობენ, ქვეყნაში პოლიტიკურ კრიზისია და მხოლოდ მთავარი პროკურორის შეცვლა გამოსავალი არ არის.

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ჩართავს გეგმავენ ზაზა სალარიძის წარმომადგენლები. ზვიად კუპრავა ამბობს, რომ უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია, რომელსაც ზაზა სარალიძე უხელმძღვანელებს.

მთავარი პროკურორობის კანდიდატის ჯერ იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს. მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერის შემთხვევაში კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

მთავარი პროკურორს, რომელიც 6 წლის ვადით ირჩევა, 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება იმისათვის რომ ის პროკურორად აირჩიონ.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი, ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები