21 დეკემბერი 2024,   18:02
ვრცლად
ნუ მომკლავ! - შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ეზოსთან, აქცია მოეწყო

„ნუ მომკლავ!“ – ამ მოწოდებით აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაიმართა. აქცია შეკვეთილში, ქართული ოცნების თავმჯდომარის ეზოსთან, მოეწყო.

აქციის მონაწილეებმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას - ზაზა სარალიძეს, სოლიდარობა გამოუცხადეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, მოზარდების მკვლელობა დროულად და ობიექტურად გამოიძიოს.

ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკრებილები აცხადებენ, რომ სისტემის მთავარი მმართველი ყოფილი პრემიერია.

„მთელი საქართველო აქედან იმართება - შსს, იუსტიციის, თავდაცვის სამინისტროები თუ პროკურატურა. ივანიშვილი არის პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესზე,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბესიკ ქათამაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები