21 დეკემბერი 2024,   17:45
ვრცლად
ყველაფერი ხელისუფლების ბრალია - ნემო ბურჭულაძე

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ნემო ბურჭულაძე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება. მან ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადა.

მან აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძე ამ აქციით სხვების შვილების სიცოცხლეს იცავს.

„როდესაც მთავრობის სასახლეზე ეს წარწერაა, ნუ მომკლავ, არ არის ეს პოლიტიკა? და ვინ დახოცა ჩვენი შვილები? დახოცა იმან, როდესაც გამოგვიცხადეს, კრიმინალი გაიზრდება და იქნება ყაჩაღობა, ქურდობა, მკვლელობა, მაგრამ რა ვქნათ, უნდა მოვითმინოთ და შევეგუოთო. არასდროს არ უნდა შევეგუოთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არ არის ხელისუფლების, არის თითოეული ჩვენგანის... რისი ბრალია ეს ყველაფერი? ხელისუფლების ბრალია ყველაფერი, ჩვენი სიღატაკე, ჩვენი თუნდაც საერთაშორისო მდგომარეობა, მკვლელობები, ყველაფერი ხელისუფლების ბრალია, პასუხისმგებელი ყველაფერზე არის ხელისუფლება ქვეყანაში,“ - განაცხადა ნემო ბურჭულაძემ. 

დღის ამბები