21 დეკემბერი 2024,   17:50
ვრცლად
საარტილერიო ბრიგადის ჯარისკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში სიკვდილს ებრძვის - ოჯახის თქმით, მას მეთაურებმა სცემეს

31 წლის სერგო ჯიმშერაშვილი მერვე დღეა, რაც რეანიმაციულ განყოფილებაში სიკვდილს ებრძვის. საარტილერიო ბრიგადის ჯარისკაცის ოჯახი კურიერს უყვება, რომ რიგითი ჯიმშერაშვილი მეთაურებმა სცემეს და ერთმა 31 წლის სამხედროს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

სერგო ჯიმშერაშვილი რეფერალურ საავადმყოფოში 25 მაისის ღამეს სოფელ ნორიოდან გადაიყვანეს. კომაში მყოფი ჯარისკაცის გადარჩენას ახლა ექიმები ცდილობენ.

სერგო ჯიმშერაშვილი უკვე 4 წელია, რაც ვაზიანის საარტილერიო ქვეით ბრიგადაში კონტრაქტით მსახურობს. 25 მაისს ის სხვა ჯარისკაცებთან და მეთაურებთან ერთად ნორიოში მდებარე ღვთაების მამათა მონასტერში მოსალოცად იმყოფებოდა. სამხედროები ლოცვის შემდეგ მონასტრიდან 4 კილომეტრის მოშორებით, ტყეში, გაჩერდნენ.

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებმა რიგითი ჯიმშერაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველს ჯარისკაცებმა უთხრეს, რომ სამხედრო ცუდად იყო და მედიკოსების დახმარება სჭირდებოდა.

სამხედროს მამას აქვს ინფორმაცია, რომ მის შვილს სამხედრო მეთაურებთან დაპირისპირება ვაზიანის სამხედრო ბაზაზევე მოუვიდა, რის შემდეგაც მას სამხედრო ნაწილის მიღმა გაუსწორდნენ.

დედა, რომელმაც შვილის დაზიანებების ნახვის შემდეგ, მეტყველების უნარი დაკარგა, ეჭვობს, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები დააშინეს, სიმართლეს მალავენ და ამ გზით დამნაშავეებს ხელს აფარებენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25 მაისს სერგო ჯიმშერაშვილი დათხოვნაში იყო და ინციდენტი სამსახურეობრივ საქმიანობას არ უკავშირდება.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანების მუხლით იძიებს. 

დღის ამბები