პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა და შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, სოლიდარობის მიზნით, ერთად დგომა.
„მე გპირდებით, ჩვენ ამას კი არა, ჩვენ შეუძლებელს შევძლებთ, ჩვენ ერთად დაკარგულ ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩიკლაშვილის მამამ დღეს პანკისის ხეობიდან აქციაზე ჩამოსვლამდე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ის სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა, უწყებამ მისი დევნა და თვალთვალი დაიწყო.
მაჩალიკაშვილის თქმით, ის დღეს თბილისში აქციაზე მიდიოდა, რა დროსაც ტაქსის მძღოლს, სუს-ის დავალებით, ტელეფონზე ახმეტის პოლიციიდან რამდენჯერმე დაურეკეს და მგზავრის ვინაობას ეკითხებოდნენ.
მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ სუს-ი მისთვის იარაღის ჩადებას აპირებს.
პარლამენტის წინ აქცია უკვე მესამე დღეა, რაც მიმდინარეობს. მოკლული დავით სარალიძის მამას სოლიდარობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოსახლეობაც უცხადებს.