21 დეკემბერი 2024,   16:52
ვრცლად
„მომწონს ხელისუფლების ლოზუნგი - არ დადგე ნაცებთან, წაიკუზე ქოცებთან" - ჯელალ ქიქავა

„მომწონს ხელისუფლების ლოზუნგი - არ დადგე ნაცებთან, წაიკუზე ქოცებთან,“- ეს განცხადება პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ორგანიზაცია „სამართლიანობა და დემოკრატიის პრინციპები 21-ე საუკუნის“ ხელმძღვანელმა, ჯელალ ქიქავამ გააკეთა.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია იმართება.

„არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ვიღაცის სავარძლებისთვის ვბრძოლობთ. მომწონს ხელისუფლების ლოზუნგი - არ დადგე ნაცებთან, წაიკუზე ქოცებთან. მაგრად ასრულებენ. ახალგაზრდები გაგვიქციეს. ჩვენ არავისთან ვდგავართ, ყველა ჩვენთან დგას, იმიტომ, რომ ჩვენი ლიდერი ზვიად კუპრავაა. ჩვენ გავიმარჯვებთ და ჩვენ ვიქნებით სათავეში. არ შეიძლება, სათავეში გყავდეს ადამიანი, რომელსაც ფანტაზია მეტი არ აქვს, რომ ხე გადაიტანოს. ღმერთმა მილიარდები გაშოვნინოთ ყველას, სახელმწიფოს თავი დაანებეთ, ნუ დაგვინგრევთ სახელმწიფოს, გთხოვთ ყველას, მილიარდერებს, მილიონერებს, თქვენი დედაც ვატირე,“- განაცხადა ჯელალ ქიქავამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები