21 დეკემბერი 2024,   16:44
ვრცლად
ზვიად კუპრავას თქმით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე მივა

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე მივა. ამის შესახებ განცხადება აქციის ორგანიზატორმა, ზვიად კუპრავამ გააკეთა. მისი თქმით, მოკლული მოზარდის მამა სახალხო დამცველთან ერთად იმყოფება და მასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სარალიძე აქციაზე მივა.

„სახალხო დამცველმა მიტრა, რომ ზაზა მასთან ერთად არის და მის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება. ის წამოვა სახალხო დამცველიდან და მოვა აქ, ჩვენთან ერთად, თქვენთან მოვა ზაზა,“- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ზვიად კუპრავას ინფორმაციითვე, გზის გადაკეტვის დროს სამართალდამცველებმა აქციის ორი მონაწილე - გერგედავა და შელია დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები