21 დეკემბერი 2024,   16:52
ვრცლად
ინციდენტი ვაკის პარკში - ზაზა სარალიძის და ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ "ქართული ოცნების" აქტივისტები აქტიურობდნენ

ვაკის პარკში გინებით და შეხლა-შემოხლით გააპროტესტეს ზაზა სარალიძის გადაწყვეტილება სახლში წასვლასთან დაკავშირებით. "სახალხო კრების" წევრი ლაშა ამირეჯიბი ზაზა სარალიძეს წინ გადაუდგა და სახლში წასვლის უფლებას არ აძლევდა. აქციაზე აქტიურობდნენ "ქართული ოცნების" აქტივისტები, მელორ ვაჩნაზე და ხათუნა ხოფერიას შვილი.

ზაზა სარალიძემ  თავდაპირველად მისი ვაკის პარკში მისვლის მიზეზი განმარტა და თქვა, რომ აქ მისი შვილის მეგობრები იდგნენ, თუმცა საბოლოოდ დავით სარალიძის მეგობრების გარდა, ვაკის პარკში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და სახალხო კრების წევრები აღმოჩდნენ.

მათ ზაზა სარალიძეს ულტიმარტუმი წაუყენეს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე არ მისულიყო.

თავად ზაზა სარალიძემ განმარტა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს და ერთადერთი მოთხოვნა მისი შვილის მკვლელების დასჯაა.

საბოლოოდ ზაზა სარალიძემ სახლში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროს მის გვერდით ომბუდსმენი იდგა. სწორედ ის გააცილეს აქციის მონაწილეებმა გინებით. 

დღის ამბები