21 დეკემბერი 2024,   16:51
ვრცლად
"ვაკის აქციაზე ჩემი შვილის მხარდაჭერა ვერ დავინახე, სადაც აგრესიაა, იქ ჩემი ადგილი არ არის" - პარლამენტის შენობასთან სარალიძე მივიდა

„ნებისმიერ მოქალაქეს მოვუხმობ, დამიდგეს გვერდში,“ - პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძე მივიდა. მან აღნიშნა, რომ ეს პერიოდი სახლში იმყოფებოდა. ზაზა სარალიძის თქმით, ის აქციიდან დღეს მალევე უნდა დაბრუნდეს სახლში, რადგან მეულე ჰყავს შეუძლოდ.

"მალე უნდა დავბრუნდე სახლში, რადგან მეუღლე ცუდად არის,“- აღნიშნა ზაზა სარალიძემ

მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ვაკეში მიმდინარე აქციის შესახებ ისაუბრა. 

"მე იქ ჩემი შვილის მხარდაჭერა ვერ დავინახე. სადაც აგრესიაა, იქ ჩემი ადგილი არ არის... დღევანდელი დღიდან გამომდინარე, მე იქ ვერ ვიგრძენი მხარდაჭერა და სულისკვეთება, ყველას შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ, მაგრამ იქ ზეწოლები იყო, უხეში გამონათქვამები,"- აღნიშნა სარალიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები