21 დეკემბერი 2024,   16:49
ვრცლად
"უსამართლობა ვერ მოვითმინე" - ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები პარლამენტთან

პარლამენტის შენობასთან რამდენიმე დღეა, მასშტაბური აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ.

„შეკრების აზრი იყო ერთადერთი - გვერდზე დავუდგეთ ბატონ ზაზას, რომელიც ცდილობს, დაადგინოს და აღმოაჩინოს სამართალი,“- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, გიორგი ბერიანიძემ.

ადამიანები სიმართლის დადგენისთვის გაერთიანდნენ.

„მოვედი, რადგან უსამართლობა ვერ მოვითმინე, როდესაც ეს ადამიანი თვალცრემლიანი ვნახე,“- განაცხადა აქციის მონაწილემ, მანანა ტალიკაძემ.

ავტორი: ნანა სისვაძე.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები