21 დეკემბერი 2024,   16:24
ვრცლად
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეტროს მემანქანეებისთვის სამუშაო პირობები იყოს გაუმჯობესებული - კახა კალაძე

მეტროპოლიტენის მუშაობის განახლებას დედაქალაქის მერი თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. კახა კალაძემ გაფიცულ მემანქანეებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

თბილისის მერის თქმით, 2019 წლიდან მერია მემანქანეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობას დაიწყებს.

„შედგა შეხვედრა ჩვენსა და გაფიცულ მემანქანეებს შორის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ დეტალურად იმ არსებულ მდგომარეობაზე ჩემი მხრიდან იქნა მიწოდებული კიდევ ერთხელ ზუსტი ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაა კომპანიაში ფინანსურად და რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში. ჩვენ მოვისმინეთ მათი მხრიდან არსებული პრობლემები, რომელიც აწუხებთ მემანქანეებს და შესაბამისად, ჩემი მხრიდან იქნა გაჟღერებული პირობა, რომ ჩვენ 2019 წელს აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს და შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაო პირობები მათთვის იყოს გაუმჯობესებული,“- განაცხადა კახა კალაძემ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები