17 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა გუშინ გატაცებული თემო დუდაშვილი გაათავისუფლეს

ორდღიანი პატიმრობის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთის მკვიდრი, თემო დუდაშვილი გაათავისუფლეს. ცხინვალის ციხიდან მისი გათავისუფლების პირობები უცნობია. დუდაშვილი ამ წუთებში გორის პოლიციის სამმართველოში გადაჰყავთ.

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მკვიდრი, თემო დუდაშვილი გუშინ გაიტაცეს.

"კურიერის" ინფორმაციით, დუდაშვილი მეზობელ სოფელ წითელუბანში საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც ის დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები