21 დეკემბერი 2024,   15:56
ვრცლად
კიდევ ერთი მიწისძვრა საქართველოში

კიდევ ერთი მიწისძვრა საქართველო-სომხეთის საზღვარზე - ამჯერად, ეპიცენტრი სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 26 კმ-ით დაშორებით დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.3 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები თბილისშიც იგრძნობდა. 

ეს დღის განმავლობაში სომხეთში მომხდარი მეორე მიწისძვრაა. მიწისქვეშა ბიძგები ქვეყანაში დილითაც დაფიქსირდა, რომლის  სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრა იყო გუშინ გვიან ღამითაც. 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 5 კმ-ში დაფიქსირდა. 

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 17:07 საათზე

დღის ამბები