21 დეკემბერი 2024,   16:11
ვრცლად
საზღვარგარეთ მე ვხვდებოდი კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების ყოფილ მეგობრებს, რომლებსაც ბევრ რამეზე აქვთ წვდომა - კუპრავა

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრაზე, სადაც 10 ივნისს დაგეგმილი მიტინგის დეტალების დასაზუსტებლად  კონსულტაციები გაიმართა ზვიად კუპრავაც მივიდა.

ზვიად კუპრვამ იმ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, მან რამდენიმე დღის წინ საქართველო დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა.

კუპრავამ ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ ის უკრაინაში არ ყოფილა და არც საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვედრია. კუპრავა ამბობს, რომ ის მოქმედი მაღალჩინოსნების „ყოფილ მეგობრებს“ შეხვდა, რომელთაგანაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გარკვეული ინფორმაცია ადრეც მიუღია და ახლაც მიიღო.

"უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაიდან მაღალია სუს-ის ინტერესი ჩემს მიმართ და ჩემს მიერ ჩატარებული შეხვედრების მიმართ გადავწყვიტეთ, რომ ეს შეხვედრა ყოფილიყო საზღვარგარეთ.

მე ვხვდებოდი ხელისუფლების კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების ყოფილ მეგობრებს, რომელთაგანაც მე ის ინფორმაციები რა ინფორმაციებსაც ვაჟღერებდი, თუნდაც მირზა სუბელიანის მიმართ და თუნდაც სხვებთან მიმართებაში სწორედ ამ ადამიანებისგან მქონდა.

სწორედ ამას ემსახურებოდა ამ ადამიანებთან ჩემი შეხვედრაც. საზღვარგარეთ იმიტომ გადაწყდა, რომ უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული. არ ვიცი პარტიული წევრები არიან თუ არა ესენი, მაგრამ ვიცი, რომ წვდომა აქვთ ბევრ რამეზე"- აცხადებს ზვიად კუპრავა.

დღის ამბები