ხანძარი თბილისში - ცეცხლი მანჯგალაძის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავს უკიდია.
როგორც "რუსთავი2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 200 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული.
ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.