21 დეკემბერი 2024,   15:53
ვრცლად
"დასცინე პრემიერს!" - აქციის ორგანიზატორებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან ბოტები მიიტანეს 

დასცინე პრემიერს - უკვე მეორე დღეა სოციალურ ქსელში კამპანია მიმდინარეობს. ამ ფორმით მოქალაქეები გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე პროტესტს გამოხატავენ.

პრემიერმა გუშინ არასამთავრობო სექტორი თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის გამო გააკრიტიკა.

გუშინ საღამოდან სოციალურ ქსელში კვირიკაშვილის გვერდზე, მოქალაქეები საპროტესტო განწყობას დაცინვის სიმბოლოთი გამოხატავენ, ამის შემდეგ კამპანიაში ინდოეთსა და ბანგლადეშში დარეგისტრირებული მოქალაქეები ჩაერთნენ და მათ პრემიერის განცხადება მოიწონეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ე.წ. ლაიქების შემდეგ სამოქალაქო სექტორის მიერ აქცია დაიგეგმა. 

ამ წუთებში მთავრობი ადმინისტრაციასთან ე.წ. ბოტების აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო სექტორის წევრებმა ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოტები მიიტანეს. 

„პრემიერ- მინისტრმა ძალიან კარგად იცის რატომ დაუყარეს მას ბოტები. ჩვენ ვაპროტესტებთ იმ პროპაგანდისტულ მექანიზმს, ბინძურს, რომელსაც სახელმწიფო იყენებს  იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოახდინოს,“-განაცხადა  აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და  განმარტა, რომ გუშინ სოციალური აქციის საპასუხოდ პრემიერმა დაიქირავა ყალბი ექაუნთები და ასე გასცა პასუხი ხალხის პროტესტს.

პრემიერის განცხადებას ეხმაურებიან იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც კვირიკაშვილის კრიტიკა დაიმსახურეს. მესამე სექტორში კი ამბობენ, რომ მათ მიერ დაწყებულ კამპანია ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.

„დღეს ხედავთ, რომ ძალიან ბევრი სარკასტული ლაიქი არის თვითონ პრემიერის ფეისბუქ გვერდზე. უფრო მეტი ვიდრე ე.წ. ფეიქ-ექაუნთებიდან,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.  

დღის ამბები