ე.წ ფარული მოსმენების შესახებ საქმის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში სავარაუდოდ, სექტემბერში განახლდება.
მოსარჩელე მხარემ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა. ერთ-ერთი უცხოელი სპეციალისტის გამოკითხვაა, რომელსაც თავად მოსარჩელე მხარე შეარჩევს.
კამპანია "ეს შენ გეხებას" წევრები ითხოვენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან აიპი სპეციალისტის გამოკითხვასაც, რომელიც სასამართლოს ტექნიკურ აღჭურვილობაზე მიაწვდის ინფორმაციას.
"პროცესზე იყო მოსამართლის თანაშემწე, რომელსაც არ ჰქონდა საიდუმლო მასალებზე წვდომა, აუცილებელია თავად მოსამართლის გამოკითხვაც,"- განაცხადა საია-ს წარმომადგენელმა გიორგი გოცირიძემ.
სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს გასულ წელს 326-მა მოქალაქემ მიმართა. ისინი მიიჩნევენ, რომ ე.წ. გასაღები ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს არ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან მათი თქმით, ის სუს-ის დაქვემდებარებაშია და უკანონო მოსმენების რისკს ზრდის.