21 დეკემბერი 2024,   16:30
ვრცლად
"დღეს ის საქართველოს მთავარი სახეა იაპონიაში" - პრემიერ-მინისტრი ტოჩინოშინს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტოჩინოშინს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა. 

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ტოჩინოშინის გამარჯვებებით ქართველ და იაპონელ ხალხს შორის სერიოზული ხიდი გაჩნდა. 

"დღეს ის საქართველოს მთავარი სახეა იაპონიაში. 
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და იაპონიას დიდი მანძილი აშორებთ, ჩვენი ხალხების ხასიათში ბევრი საერთოა და განსაკუთრებულია ტოჩინოშინის როლი იაპონელი ხალხისთვის ჩვენი ქვეყნის უკეთ გაცნობაში. ქართველი ხალხის ასეთი ერთსულოვანი გულშემატკივრობა, როგორც ტოჩინოშინის შეჯიბრებების დროს გამოჩნდა, მართლაც უიშვიათესია
ლევანი ამბობს, რომ მისი გამარჯვებები დიდწილად მთელი საქართველოს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობის დამსახურებაა. 
„გქონდეთ ჩვენი იმედი, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი" - მითხრა დამშვიდობებისას. 
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვაქვს მისი იმედი. მჯერა, წინ კიდევ დიდი გამარჯვებებია,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები