21 დეკემბერი 2024,   16:04
ვრცლად
ჩამოშლილი ბათქაში, დაბზარული კედლები და დაზიანებული ოთახები - სახალხო დამცველის ოფისი ინგრევა

ჩამოშლილი ბათქაში, დაბზარული კედლები და დაზიანებული ოთახები - სახალხო დამცველის შენობა ინგრევა. გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ ბზარები ნინო რამიშვილის ქუჩის 6 ნომერში მდებარე ოფისში, კიდევ უფრო გაიზარდა.  

მიუხედავად იმისა, რომ შენობის დანგრევის საფრთხე დიდია, სახალხო დამცველთან ერთად, მისი 150 თანამშრომელი კვლავ რამიშვილის 6 ნომერში ავარიულ შენობაში მუშაობს. მათთვის ალტერნატიული ფართი ამ დრომდე არ გამოყოფილა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სახალხო დამცველის ოფისი ზიანდება. 2015 წელს შენობაში ჭერი ჩამოინგრა. წვიმის დროს ოფისში წყალიც ჩამოდის.

გეოლოგებმა შენობა უკვე შეამოწმეს. სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი სახალხო დამცველის ოფისის მდგომარეობას წლებია, იცნობს. კედლების დაბზარვასა და ცალკეული ფრაგმენტების ჩამონგრევას თეა გოდოლაძე, შენობის არასწორ პროექტს უკავშირებს.

სახალხო დამცველსა და ეკონომიკურ გუნდ შორის მოლაპარაკების შედეგად უკვე არჩეულია რამდენიმე შენობა, რომელიც შესაძლოა, ნინო ლომჯარიას გუნდს გადაეცეს. არჩეულ შენობებს შორის არის ნაძალადევში დადიანის ქუჩაზე მდებარე ყოფილი გამგეობის ნაგებობაც.

არის თუ არა არჩეული შენობები ავარიული - ექსპერტიზის პროცესი ერთ კვირაში დასრულდება. დასკვნის მიუხედავად, ახალ ოფისში გადასვლა სავარაუდოდ, ერთი წლის განმავლობაში მაინც ვერ მოხდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები