21 დეკემბერი 2024,   16:47
ვრცლად
უჩა ნანუაშვილის ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე არ შეუშვეს

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზე არ შეუშვეს.

ნანუაშვილი ერგნეთში "ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის" სტატუსით ჩავიდა და განაცხადა, რომ ის არჩილ ტატუნაშვილის ინტერესების დამცველს წარმოადგენდა.

ყოფილი სახალხო დამცველი შეხვედრაზე დასწრებას და მხარეებისთვის არჩილ ტატუნაშვილის საქმეში არსებული ახალი დეტალების გაცნობას გეგმავდა. 

როგორც ნანუაშვილს განუმარტეს, შეხვედრაზე მისი დასწრება წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა.

„რეალურად ეს არის შეხვედრების ფორმატი,რომელშიც რეგულარული მონაწილეობის სურვილი გამოვთქვით.

ჩვენ წარმოვადგენთ უსუალოდ ტატუნაშვილისა და მისი ოჯახის ინტერესებს. გვინდა, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ როგორც შეხვედრის მონაწილეებს, ასევე მათგანაც მივიღოთ ინფორმაცია.

ჩვენი დასწრება, როგორც დამკვირვებელი ორგანიზაციის ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი“-განაცხადა ნანუაშვილმა.

დღის ამბები