21 დეკემბერი 2024,   16:46
ვრცლად
გიორგი ჭანიას სასამართლო პროცესი - საქმის განხილვა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო 

ბრალდებულ გიორგი ჭანიას სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. სხდომათა დარბაზშუ სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პროცესზე ბრალდებულმა ის ტანსაცმელი და მობილური წარადგინა, რომელიც გამოძიების მტკიცებით, ჭანიამ ყაჩაღობის შედეგად მოიპოვა და რომელიც მოგვიანებით სამართალდამცველებმა მისი სახლიდან ამოიღეს.

თავის მხრივ კი ჭანია აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა. ბრალდებული ამტკიცებს, რომ პოლიცია მასზე აღიარებითი ჩვენების მისაღებად ზეწოლას ახორციელებდა და ემუქრებოდა გაუპატიურებით. 

"კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ კი პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სენაკის პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, რომელთაც ჭანია სავარაუდო ძალადობასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები