ე.წ. ქართული მარშის წევრების სასამართლო პროცესი დასრულდა - საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ის" წინ მიმდინარე აქციის დროს დაკავებული შვიდი პირიდან ხუთი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლადო სადღობელაშვილი, ბექა რევაზიშვილი, მიხეილ ამისულაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი, ოლეგი დანგაძე 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაში მხოლოდ ორი პირი, გიორგი ონიანი და ლუკა ნაცვლიშვილი რჩება.
ბრალდებულების ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს. ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეცვლა გირაოს სანაცვლოდ მოითხოვეს.
ისინი „რუსთავი2-თან“ მოწყობილი ჩასაფრებისა და წამყვან გიორგი გაბუნიაზე განხორციელებული თავდასხმის გამო დააკავეს.