15 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
ესპანეთის ახალი მთავრობა მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ესპანეთის ახალი მთავრობა მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ფიცი ქვეყნის მონარქის, ფელიპე მეექვსის წინაშე დადეს. პედრო სანჩესის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობაში რეკორდული რაოდენობის ქალები არიან.

ახალ კაბინეტში 17 პორტფელიდან 11 სწორედ ქალებმა ჩაიბარეს, მათ შორის თავდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და განათლების მინისტრების პოსტები. ამის გამო ესპანეთის ახალ მთავრობას უკვე უწოდეს ფემინისტური. ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა თანამდებობა გასულ კვირას, პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების შემდეგ დატოვა. მარიანო რახოი პოლიტიკიდან წასვლასაც აპირებს. 

დღის ამბები