21 დეკემბერი 2024,   16:52
ვრცლად
მამამ 3 წლის შვილი აზერბაიჯანის საზღვარზე უპასპორტოდ გადაიყვანა - საქართველოში დარჩენილი დედა გატაცებული შვილის დაბრუნებას ითხოვს 

საქართველოს მოქალაქე ნატა გეგეჭკორი აზერბაიჯანში მოტყუებით გადაყვანილი 3 წლის შვილის დაბრუნებას ითხოვს.

3 წლის გოგონა მამამ საზღვარზე ყველასგან ფარულად გადაიყვანა. გეგეჭკორი ამბობს, რომ ამ დროს ბავშვს პასპორტი გაუქმებული ჰქონდა.

დედის მიმართვის მიუხედავად აზერბაიჯანის ხელისუფლება ბავშვის დაბრუნებაზე უარს ამბობს. საქართველოში კი შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები ვერაფრით ხსნიან, ვინ და რატომ გაატარა საზღვარზე 3 წლის ბავშვი პასპორტის გარეშე.

დედის ინტერესებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" იურისტი იცავს, უფლებადამცველი მომხდარზე პასუხისმგებლობას მესაზღვრეებს აკისრებს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს გამოიჩინოს კეთილი ნება და ბავშვი დედას დაუბრუნოს.

სამოქალაქო რეესტრში ადასტურებენ, რომ ნატა გეგეჭკორის მოთხოვნის საფუძველზე ბავშვის პასპორტი გააუქმეს.

შს სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბავშვის პასპორტი მოქმედი იყო და ის რაიმე სპეციალურ სიაში არ ყოფილა.

ამ ეტაპზე დავა ბავშვისთვის ბაქოს სასამართლოში მიმდინარეობს. "კურიერი" გეგეჭკორის ყოფილ მეუღლეს და ბავშვის მამას ნიჰად მურადოვს დაუკავშირდა, თუმცა მან მომხდარის დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

დღის ამბები