21 დეკემბერი 2024,   16:41
ვრცლად
თხილის, კაკლის, თივის, წიწიბურას და სიმინდის ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ბიოსაწვავი -ევროკავშირის პროექტი მოლდოვაში

ევროკავშირის პროექტი მოლდოვაში - საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში წარმოებული ბიოსაწვავით ქვეყნის რამდენიმე რეგიონი მარაგდება.

საწარმომ მარტო 2017 წელს 800 000 ტონა მხოლოდ მზესუმზირის ქერქი გადაამუშავა. დღეისათვის სასოფლო სამეურნეო ნარჩენებს გლეხები გადაყრის ნაცვლად ყიდიან.

თხილის და კაკლის ნაჭუჭი, თივა, წიწიბურა, სიმინდის ნარჩენი - ეს იმ მასალის არასრული ჩამონათვალია, რომლისგან დამზადებული საწვავი ხეებს გაჩეხვისგან იცავს, მოსახლეობას კი კომუნალური გადასახადებს ზოგავს.

პროექტი ენერგია და ბიომასა ევროკავშირის მხარდაჭერით ქვეყანამ ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდისთვის 2011 წელს დაიწყო. განახლებადი ენერგია ექსპორტირებულს ეტაპობრივად ანაცვლებს.

დღის ამბები