21 დეკემბერი 2024,   16:33
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე  - მირზა სუბელიანი 7 საათზე მეტია გამომძიებლების კითხვებს პასუხობს

მირზა სუბელიანი ისევ დაკითხვაზეა - პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც თბილისში,  ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა მტკიცებულებების გაყალბებასა და დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს, 7 საათზე მეტია გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს.

ამ ეტაპზე შსს-ში განმარტება მირზა სუბელიანის მეორედ დაბარებასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

პირველად მირზა სუბელიანი უწყებაში 1 ივნისს იყო. როგორც მან უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. რატომ დაიბარეს ის შსს-ში განმეორებით უცნობია.

პროცედურულად გამოკითხვა გრძელდება 9 საათს გრძელდება. აქ იგულისხმება ერთ საათიანი შესვენება. მან უწყება 11:30 საათზე უნდა დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს-ს განმარტებების გაკეთება მოუწევს.   

დღის ამბები